პრემიერის მორწმუნეობა მომწონს, მაგრამ არ მგონია მხოლოდ ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ - ალასანია

08.12.22 13:31
პრემიერის მორწმუნეობა მომწონს, მაგრამ არ მგონია მხოლოდ ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ - ალასანია

დედა გიული ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ ღმერთის იმედად არ უნდა დარჩეს და მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. 

პრემიერის ეს მორწმუნეობა მომწონს, მაგრამ, მე არამგონია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არის სასამართლო. ჯდომა იმდენად უჭირს, რომ მე მეეჭვება რომ შეძლოს სასამართლო პროცესზე დასწრება, ალბათ ადვოკატთან გაივლის ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს", - ამბობს ალასანია

გუშინ საგანგებოდ გაკეთებული განცხადების დროს, პრემიერმა ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე "ღმერთს მიაბარა".