"შეიძლება რაღაც ჩაგვიდონ" - უკრაინაში მებრძოლი ქართველები „ოცნებისგან“ პროვოკაციებს ელოდებიან
უკრაინაში მებრძოლი ქართველები „ოცნებისგან“ პროვოკაციებს ელოდებიან.
ქართველი ჯარისკაცები პირდაპირ ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა მათ რაღაც ჩაუდონ, პრობლემები შეუქმნათ და საქართველოს კარი მიუხურონ.
მოქალაქეობას ვერ ჩამოგვართმევენ. ეს არც ერთ კონსტიტუციაში არ წერია. მათგან ყველაფერია მოსალოდნელია. ელემენტარული, ჩვენი ბიჭები შვებულების დროს ხომ ჩამოდიან საქართველოში და გადაადგილდებიან, რამე პრობლემას უპოვიან, რაღაცას ჩაუდებენ და შექმნიან პრობლემას, გამოგვაცხადებენ საშიშებად და შეიძლება აღარ შემოგვიშვან ქვეყანაში. „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ეშინია“. - ამბობს გიორგი რუსიტაშვილი.