მისცემენ თუ არა სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლებას - "ვივამედში" კითხვებს არ პასუხობენ

09.12.22 11:05
მისცემენ თუ არა სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლებას - "ვივამედში" კითხვებს არ პასუხობენ

ვიდრე მოვლენების ეპიცენტრი საქალაქო სასამართლო გახდება, ყველას ყურადღება „ვივამედისკენაა“ მიპყრობილი.

სწორედ აღნიშნული კლინიკის მედიკოსებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და გასცენ რეკომენდაცია, რომ საბადრაგო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი პალატიდან პირდაპირ სხდომათა დარბაზში გადაიყვანონ. 

სულ ცოტა ხანში პენიტენციური სამსახურის მანქანა კლინიკასთან მივა, რომელიც უწყებიდან წერილს მიიტანს და "ვივამედმა" წერილობით უნდა გასცეს პასუხი, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს უფლებას დაესწროს სასამართლო სხდომას. 

გაიხსნება თუ არა დღეს სააკაშვილისთვის პალატის კარი და შეძლებს თუ არა ის სხდომაზე დასწრებას  „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ზურაბ ჩხაიძემ პასუხის გაცემას დუმილი არჩია. 

„არანაირ კომენტარს ახლა მე თქვენ ვერ მოგცემთ. მოგვეცით დღეს ვიმუშავოთ პაციენტთან. დღეს არანაირი კომენტარი არ იქნება“. - ამბობს ზურაბ ჩხეიძე.