საათები სააკაშვილის ისტორიულ პროცესამდე - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

09.12.22 11:13
საათები სააკაშვილის ისტორიულ პროცესამდე - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

 საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ფიქრობს, რომ მიხეილ საკაშვილს "ვივამედის" მედიკოსები სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ მისცემენ.

გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ დაჯდომა არ შეუძლია, თანახმაა ნებისმიერი ფორმით ჩაერთოს სასამართლო პროცესში.

"მემგონი, რომ არ გაუშვებენ. ადამიანს დაჯდომაც არ შუეძლია და არ ვიცი როგორ შეძლებს და რა ფორმით შეძლებს დასწრებს. მიშა თაანხმაა დისტანციურად, თუ ნებისმიერი ფორმით ჩაერთოს სასამართლო პროცესში". - ამბობს ალასანია.

დროის ათვლა დაწყებულია. სულ მალე მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება. მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს.