სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა

09.12.22 12:23
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა. სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტი სეს-მა საწარმოდან ამოიღო.

მოკვლევით დადგინდა, რომ შპს „ემი" ბაზარზე უკანონოდ ოპერირებდა და არ გააჩნდა არანაირი ბიზნეს-ოპერატორის რეგისტრაცია და აღიარება.

საწარმოს შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და სანიტარიულ-ჰიგიენური  ნორმების დარღვევა, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

დიდი ონდებით ამოღებული თევზი კი განადგურდება.