ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა - პატრიარქის სამძიმარი

09.12.22 13:21
ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა - პატრიარქის სამძიმარი

"გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო - ამის შესახებ პატრიარქის სამძიმრის წერილშია აღნიშნული. 

წერილის თანახმად, ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან"- აღნიშნულია სამძიმრის წერილში. 

ჯამბულატ ხოფერია პირველ დეკემბერს უკრაინის ქალაქ ბახმუტში დაიღუპა.