სააკაშვილს ციხეში დემონსტრაციულად კლავენ - კოტე ყუბანეიშვილი
პოეტი კოტე ყუბანეიშვილი უკმაყოფილება გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის გადადების გამო და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ციხეში დემონსტრაციულად კლავენ.
"მიხეილ სააკაშვილს კლავენ ციხეში და თან ამას დემონსტრაციულად აკეთებენ და პოლიციაც აი ესე მოდის. დღეს საქართველოს გადარჩენაზეა. მიშა გადის იმ გზას, რასაც უკრაინაში დაღუპული ვაჟკაცები, რომლებსაც გმირებად არ ცნობენ". - ამბობს კოტე ყუბანეიშვილი.
კოტე ყუბანეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.