სასამართლოს გაწელვა ჩემი შვილის სასარგებლოდ არ არის - გიული ალასანია

09.12.22 15:04
სასამართლოს გაწელვა ჩემი შვილის სასარგებლოდ არ არის - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა სასამართლოს მხრიდან პროცესის გაწელვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროცესები მესამე პრეზიდენტის სასარგებლოდ ნამდვიდად არ კეთდება. 

"უფრო ადრეც შეიძლებოდა ეს ყვეალფერი. ჩვენ ზუმით ლექციებსაც კი ვკითხულობთ, ვერთვებით და არ ვიცი, მე ყოველთვის ვიყავი სასამართლო პროცესის გალწელვის მოწინააღმდეგე.
შეგნებულად წელავნ თუ არა სასამართლო პროცესს, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ არის ჩემი შვილის სასარგებლოდ", - ამბობს გიული ალასანია.

მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.