ჩვენ გვყავს ,,რუსული ოცნება", რომელიც უკრაინაში დაღუპული გმირების სურათებს მალავს - ელენე ხოშტარია

09.12.22 15:18
ჩვენ გვყავს ,,რუსული ოცნება", რომელიც უკრაინაში დაღუპული გმირების სურათებს მალავს  - ელენე ხოშტარია

რატომ მოხსნეს დედაქალაქის მთავარ კონსტრუქციიდან უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების სურათები? ,,დროას" ლიდერის. ელენე ხოშტარიას, აზრით, საქართველოს ჰყავს ხელსიუფლება, რომელიც რუსეთს მტრად არ აღიარებს და უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნა მისთვის პრიორიტეტი არ არის.

კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ჩვენ ,,რუსული ოცნება" გვყავს, რომელიც დაღუპულების სურათებს, დაღუპულების ხსოვნას, ოჯახებს, ექცევა ასე. ანუ სალაპარაკო რა არის, რომ ეს დაღუპული ბიჭები არ არიან ჩვენი პრიორიტეტი? რუსეთის იმპერიამ არ მოკლა ისინი, თუ ვმალავთ ისე ამ ამბავს, რომ ვერ ვხედავთ? 

რა თქმა უნდა, ახალ წელს ყველა უნდა შეხვდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამალო ეს დაღუპული გმირების ფოტოები.

 ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება, რადგან ესაა ხელისუფლება, რომლისთვისაც რუსეთი მტერი არაა - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მშვიდობის ქალაქის კონსტრუქციიდან თბილისის მერიამ ბახმუტში დაღუპული გმირების ფოტოები და შავი ლენტები მოხსნა.