გადამწყვეტი წუთები სააკაშვილისთვის - მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აშშ-დან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა

09.12.22 15:11
გადამწყვეტი წუთები სააკაშვილისთვის - მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აშშ-დან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა

გადამწყვეტი წუთები სააკაშვილისთვის - მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აშშ-დან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

ყიფშიძის თქმით, აუცილებელია სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

„სააკაშვილს აქვს კახექსია, წონის კლება ხდება კატასტროფულად. ძალიან რთულია მისი მკურნალობა საქართველოშ, არა იმიტომ, რომ აქ კარგი ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება გუნდური მკურნალობა, ერთ ჰოსპოტალში“. - ამბობს ექიმი.