"სარფზე" 72 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

09.12.22 15:46
"სარფზე" 72 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

"სარფზე" 72 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

ირკვევა, რომ თურქეთის მოქალაქეს, 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდა. 

"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 103 450 აშშ დოლარი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 2798 94, 32 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში - 27989,432 ლარით დაჯარიმდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.