გადადებული სასამართლო პროცესი - ადვოკატი სააკაშვილს სხდომის დეტალებს აცნობს
"ვივა მედში" კონსულტაციები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი მივიდა.
უფლებადამცველი, რომელიც ქვეყნის ნომერ პირველი პატიმრის პროცესზე მის ინტერესებს იცავდა, სხდომის დეტალებს ყოფილ მთავარსარდალს პირადად გადასცემს.
შალვა ხაჭაპურიძე რამდენიმე წუთში შევა. სწორედ ის ეტყვის მესამე პრეზიდენტს რომ 14 დეკემბერს 11 საათზე მორიგი პროცესია ჩანიშნული.
ხაჭაპურიძე "პირველებთან" ასევე ამბობს, რომ სასამართლო დარბაზში დღეს მნიშვნელოვანი საკითხები გაჟღერდა და ყველაფერი უკვე პროცესის მიმდინარეობისას გაირკვევა.
"ბუნებრივია მოვყვები განვლილი სასამართლო სხდომის შესახებ რა პოზიციები ჰქონდა მოსამართლეს, მხარეს რაპოზიციები ჰქონდა. მნიშვნელოვანი საკითხები იყო იქ, რაც შეიძლება დარბაზიდან არ ჩანდა. მაგალითად, მოწინააღმდეგე მხარე არ აპირებს რაიმე სხვა ტიპის შუამდგომლობის დაყენებას და აპირებს დაეთანხმოს ჩვენს შუამდგომლობას მოწმეთა დაკითხვის შესახებ. წარმოდგენილ იქნა სახალხო დამცველის დასკვნა და კიდევ სხვა საკითხები.
მსგავსი რამ, რომ ალტერნატივის სახით ატარებს სამხარაულში, ან სადმე ექსპერტიზას, მსგავსი პოზიცია მხარეს იქ არ გაუჟღერებია. ვნახოთ, დაველოდოთ. თუ ჩაატარებენ, ჩაატარონ, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. სასჯელის გადავადებას რაც შეეხება, ვკითხეთ და მაგაზე ჯერჯერობით არ გეთანხმებითო. პენიტენციურის პოზიცია ეს იყო. მერე ვნახოთ, პროცესში რა იქნება, მოწმეები რას იტყვიან, ანუ მოწმეები ამ დასკვნას რამდენად მყარად დავიცავთ პროცესზე და ა.შ.“- თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ახლა საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილს რა წინაპირობები ექნება საკნად ქცეული პალატიდან.
რა აქვს მესამე პრეზიდენტს საზოგადოებისთვის და სასამართლოსთვის სათქმელი, ეს ზუსტად 5 დღეში, 14 დეკემბერს, გაირკვევა.