ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს - ექსპრეზიდენტის ახლო გარემოცვას კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს

11.12.22 11:19
ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს - ექსპრეზიდენტის ახლო გარემოცვას კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს - მესამე პრეზიდენტის ახლო გარემოცვას კონკრეტული პირების დასახელება უჭირთ. სააკაშვილის თანამებრძოლი და ახლო მეგობარი თემურ ჯანაშია ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს არავის ჭკუაზე არ გაუვლია და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაც, სავარაუდოდ, თავად მიიღო. 

მიხეილ სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელმაც ვიღაცის ჭკუაზე შეიძლება გაიაროს. დაბადებიდან მას საკუთარი მშბლების ჭკუაზეც არ უვლია, თითონ იღებდა გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, თვითონ რა გეგმაც ჰქონდა, იმის მიხედვით აკეთებდა ყველაფერს. თუმცა პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში იყო პოლიტიკური აქტი. მან ეს განახორციელა ელგუჯა ცომაიას მეშვეობით და გია ლორთწიფანიძის მეშვეობით. მადლობა ელგუჯასაც და გიასაც, რომ ეს ნატვრა და ეს პოლიტიკური აქტი, რომელიც შეასრულა პრეზიდენტმა, წარმატებით შესრულდა, - თქვა თემურ ჯანაშიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდევ ერთი წევრი, ბაჩო დოლიძე დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამაზე თავად ისაუბრებს. 

დარწმუნებული ვარ, როდესაც მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება, დამიჯერეთ, ყველაზე კარაგდ ისევ მიხეილ სააკაშვილის ისაუბრებს ამ ყველაფერთან დაკავშირეით ერთ დღესაც. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რა თქმა უნდა, მე არ მინდა ეს დრამატულად ჩემი მხრიდან გაჟღერდეს, ღალატი და .აშ. და ა.შ., მაგრამ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ამიტომ ვიძახი, ჩემი მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი არასწორია. ყველაზე კარგად თითონ მოყვება ამ ყველაფერს და ამისათვის მთავარი ერთია, რომ ის იყოს ცოცხალი. ამისთვის ვიბრძვით, რომ მას ჰქონდეს სიცოცხლის უფლება, მას ჰქონდეს ისეთ საქართველოში ცხოვრების უფლება, რომელშიც მას საფრთხე არ დაემუქრება. ამ ქვეყნისთვის მას კარგის მეტი არაფერი უნდოდა, - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

კაცმა, რომელსაც ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება, "ნოდარ მელაძის შაბათში" მოყვა, რა გზა გამოიარა მესამე პრეზიდენტთან ერთად 8 დღის განმავლობაში.  68 წლის პენსიონერი ელგუჯა ცომაია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე, როდესაც ფოთის პორტიდან გამოვიდნენ, მიხეილ სააკასვილი სანდო ადამიანისთვის უნდა გადაებარებინა და ამით მისია შესრულებული იქნებოდა,თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩინა, რომ ექსპრეიდენტს არავინ მიაკითხა და პრეზიდენტმა მას სახლში წაყვანა  სთხოვა.