ვინ უღალატა მიშას? ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან ვინც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - ვინ უღალატა პრეზიდენტს? პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა.
ელგუჯა ცომაია, რომელსაც 6 წლიანი სასჯელის ემუქრება, "ტვ პირველთან" ყვება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ნამდვილ ამბავს.
ირკვევა, რომ 8 დღის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ერთადერთი პატრონი ტრაილერის მძღოლი, ელგუჯა ცომაია იყო.
- 68 წლის პენსიონერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე, სააკაშვილს "სანდო ადამიანი" უნდა დახვედროდა, თუმცა მესამე პრეზიდენტს არავინ მიაკითხა. პენიონერის მონაყოლის მიხედვით, ამის შემდეგ ექს პრეზიდენტმა მას სახლში წაყვანა სთხოვა.
ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ სააკაშვილთან კავშირზე არავინ გასულა, დუმდა მისი ყველა ტელეფონი, ერთდერთი მესიჯი ხაშურთან ელგუჯა ცომაიამ მიიღო, უთხრეს,
"მალე მისამართს მისცემდნენ, მას თბილისში პრეზიდენტი უნდა მიეყვანა".
"შაბათის ეთერის" რესპოდენტის მონაყოლით ირკვევა, რომ კონსპირაციული ბინის მისამართს პრეზიდენტი ხაშურიდან თბილისამდე ელოდებოდა, თუმცა დედაქალაქში ჩამოსულმა სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ არც ბინა არსებობდა და არც ადამიანი, ვინც მას დახვდებოდა. ამიტომ იძულებული გახდა ელგუჯა ცომაიასთვის ისევ სახლში დაბინავება ეთხოვა.
ელგუჯა ცომაია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას პრეზიდენტის ტრანსპორტირება ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ თხოვა. იყო თუ არა ის პასუხისმგებელი საქართველოში გადაადგილებაზე, ცომაია ვერ აკონკრეტებს, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს უღალატეს.
მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ორი დღე მის საცხოვრებელ სახლში ქვიშხეთის ქუჩაზე გაატარა, მისი ბედით არავინ დაინტერესებულა. პრეზიდენტთან კონტაქტზე იმ ხალხისგან, ვინც მისიმარშრუტი დაგეგმა, არავინ გასულა.