სასამართლოზე დავაყენებთ შუამდგომლობას, საზოგადეობამ ვიზუალურად მთლიანად იხილოს სააკაშვილი - ადვოკატი

13.12.22 13:15
სასამართლოზე დავაყენებთ შუამდგომლობას, საზოგადეობამ ვიზუალურად მთლიანად იხილოს სააკაშვილი - ადვოკატი

ხვალ, ისტორიულ სასამართლო სხდომაზე, საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს იხილავს.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, რომელიც ამ წუთებში, „ვივამედში“ მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად  საბოლოო კოსნულტაციების გასავლელად შევიდა, ამბობს, რომ სასამართლოს წინაშე დააყენებს შუამდგომლობას, რომ მიხეილ სააკაშვილი წამოდგეს და სრული სურათი იხილოს საზოგადეობას, თუ როგორ მდგომარეობაშია ის.

მიმართავს თუ არა სააკაშვილი საზოგადოებას, ეს ჯერჯერობით ბუნდოვანია.

ხაჭაპურიძე ასევე ამბობს, რომ  უკვე დამონტაჟდა ეკრანი და სასამართლო ყველანაირად მზად არის, რომ მესამე პრეზიდენტი პროცესზე ჩაერთოს.

ჩვენ დავაყენებთ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას, თუ დისტანციურად მოხდა მისი ჩართვა და იმედია მოხდება, არამარტო მისი სახე გამოჩნდეს, არამედ წამოდგეს ეს ადამიანი, აიწიოს მაისური და მთლიანად გამოჩნდეს ვიზუალურად, იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა ნახოს და ერთხელ და სამუდამოს, ეს აგორებული შავი პიარი, ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო, ეს ყველაფერი გაბათილდეს და საზოგადოებასმ დაინახოს, რა მკურნალობა უტარდებოდა ამ კაცს ისეთი, რომ ამ მდგომარეობამდე არის მიყვანილი და რამდენად ეფექტური არის ეს ყველაფერი. მე რომ მკითხოთ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც კი ზედმეტია ამ შემთხვევაში, როცა ამ ადამიანს საზოგადოება შეხედავს და რაც მთავარია, მოსამართლე შეხედავს. სასამართლოც მზად არის, რომ ჩაერთოს, მონიტორიც გამზადებულია“. - ამბობს ხაჭაპურიძე.

7 თვიანი თვიანი პაუზის შემდეგ, ხვალ, საზოგადოება  მიხიეილ სააკაშვილს პირველად ნახავს. მძიმე მდომარეობაში მყოფ სააკაშვილს სასამართლში ვერ მიიყვანენ, ამიტომ ისტორიულ პროცესს მესამე პრეზიდენტი დისტანციურად, საავადმყოფოს პალატიდან დაესწრება.

პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა ხვალ მოწმეების გამოკითხვით დაიწყება.

მოსმართლე გიორგი არევაძეს ჩვენებასუცხოელი  და ქართველი ექსპერტები მისცემენ და ინტოქსიკაციის გარდა ისაუბრებენ იმ აკრძალულ მედიკამენტებზეც, რომლითაც სააკაშვილს მკუნრალობენ.