აქცია პროკურატურასთან - ოჯახის წევრები 20 წლის ფეხბურთელის სიკვდილში დამნაშავე ექიმების დასჯას ითხოვენ

13.12.22 15:31
აქცია პროკურატურასთან - ოჯახის წევრები 20 წლის ფეხბურთელის სიკვდილში დამნაშავე ექიმების დასჯას ითხოვენ

 პროკურატურასთან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ადვოკატები იმყოფებიან. ისინი დამნაშავე ექიმების დასჯას ითხოვენ. საუბარია რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობასა და მთავარ ექთანზე, თეა ბეგიაშვილზე, რომელიც ხელს აწერს გაყალბებულ სამედიცინო ისტორიას.  

ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი კლინიკაში კოვიდინფიცირებული შევიდა და ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვლა, ექიმებმა კი სამედიცინო ისტორია გააყალბეს. 

სავარაუდო დამნაშავე მედიკოსების ვინაობა პროკურატურამ იცის, თუმცა მათ ხელს აფარებს - აცხადებს ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი. მათი ინფორმაციით, თუ ვახტანგ ჩარკვიანის სიკვდილში დამნაშავე ექიმების დასჯა არ მოხდება, პროკურატურასთან კარვები გაიშლება და პერმანენტული აქციები დაიწყება. 

მოვითხოვ, დაისაჯოს ის ექიმები, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის სიკვდილში. სულ რაღაც ნახევარი საათი მჭირდება, იქნებ, დაინტერესდნენ, რა ხდება იმ ჭაობებში. 

ვითხოვ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრასაც, რომ ჩავაყენო პატივცემული მინისტრი საქმის კურსში.  - აცხადებს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.

20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით ინფიცირების გამო შევიდა. ოჯახის მტკიცებით, მისი მკურნალობისას არასწორად გამოიყენეს ნარკოტიკების დიდი დოზა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.