პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-გავრცელება - დაკავებულია 2 პირი

13.12.22 16:45
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-გავრცელება - დაკავებულია 2 პირი

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-გავრცელება - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხულოს რაიონში ორი პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის კაცმა თანასოფლელ გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა. 

თანასოფლელების თქმით, ადგილი ჰქონდა შანტაჟსა და მუქარას. დაზარალებული ქალი საუბრობს, რამდენიმე კაცის მხრიდან მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე. 

ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მომხდარზე გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური კავშირის იძულებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფასა და გამოძალვას გულისხმობს.