ქარელის სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ დადის, ხელისუფლებამ მოსაცდელი ააშენა

19.12.22 14:23
ქარელის  სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ დადის, ხელისუფლებამ მოსაცდელი ააშენა

ქარელის მერიამ მოსაცდელი ააშენა სოფელში, სადაც ტრანსპორტი წლებია, აღარ დადის. ინფორმაციას სააგენტო mozaikanews.ge ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში, სადაც მხოლოდ  25 ოჯახი ცხოვრობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი წლებია, აღარ დადის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მოსაცდელის მშენებლობაზე 10 000 ლარი დახარჯა. 

სოფელ ღოღეთში ტრანსპორტი კომუნისტების პერიოდიდან აღარ დადის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა არის მცირე – განუცხადა გამოცემას  გია კილასონიამ, მერის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში.

მისივე თქმით, მერიამ მოსაცდელი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ააშენა.