სკოლის მოსწავლის მკვლელობის მცდელობის საქმე - პროკურატურა 17 წლის მოზარდის ციხეში გაშვებას აანონსებს

19.12.22 15:18
სკოლის მოსწავლის მკვლელობის მცდელობის საქმე - პროკურატურა 17 წლის მოზარდის ციხეში გაშვებას აანონსებს

სკოლის მოსწავლის მკვლელობის მცდელობის საქმის განხილვა დასრულებულია - სასამართლო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად გავიდა.

პროკურატურა აანონსებს,  რომ ციხეში შესაძლოა, 17 წლის მოზარდი ციხეში გაუშვან, რომელიც სასამართლომ ცოტა ხნის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ დანაშუალის იარაღი მოზარდს არ ეკუთვნოდა და არც თითის ანაბეჭდები არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა. 

გირაოთი გათავისუფლებული სკოლის მოსწავლე დღეს სასამართლოს დერეფანში ელოდებოდა მოსამართლის ვერდიქტს.

საქმის მასალების თანახმად, 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა თანატოლი გულმკერდის და მუცლის არეებში დანით დაჭრა. 

"პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის სკოლაში დაიწყო,  კორპუსების მიმდებარედ, ბნელ ფარდულში კი დაჭრით დასრულდა. დაპირისპირებაში 25-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

ამასთან, ირკვევა, რომ  არასრულწლოვანმა, რომელიც გაზაფხულზე მომხდარი მძიმე დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, საქართველო დატოვა.