მხედრიონელების დაპირისპირება ვაკეში - ვეფხვაძის დის პირველი კომენტარი

29.04.21 15:26
მხედრიონელების დაპირისპირება ვაკეში - ვეფხვაძის დის პირველი კომენტარი

მხედრიონელების გარჩევის საქმე თბილისის ცენტრში - ვაკეში მომხდარ ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს ალექსანდრე ვეფხვაძის და. ის  "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ თემურ ხაჩიშვილის ლიკვიდაციას არავინ გეგმავდა და მისი ძმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მარტო მივიდა. 

ვეფხვაძე ამბობს, რომ მის ძმას ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და "მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელისთვის წერილის გადაცემა სურდა, თუმცა იქვე ამბობს, რომ ამ წერილის შინაარსი მისთვის უცნობია. 

ჩემი ძმა უკვე იმყოფებოდა პოლიციაში და თვითონ გასცა ყველაფერს პასუხი. ვერ გეტყვით, რას უკავშირდება. პირადად მე თემურ ხაჩიშვილის სახელი დღეს გავიგე. ყველამ ვიცით, ვინ არის ხაჩიშვილი და ვინ არის ალექსანდრე ვეფხვაძე - ის მოსკოვის ფე-ეს-ბე-ს წამომადგენელია, მისი სახელი ციხემდე მიგიყვანთ", - თქვა ვეფხვაძის დამ. 

თემურ თემურ ხაჩიშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 12 კაციანი ჯგუფი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრთან  ლიკვიდაციის მიზნით მივიდა. 

ხაჩიშვილის ცოლი თავდასხმის მცდელობის მოტივზე ვერ საუბრობს, თუმცა "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ თავს დაუცველად გრძნობს. 

თავდასხმის მცდელობა ვაკეში, ხაჩიშვილის მეგობრის ოფისში, მოხდა.  თემურ ხაჩიშვილის ამბობს, რომ თავდამსხმელებს შორის, 30 წლის წინ მოკლული მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის ვაჟი, ალექსანდრე ვეფხვაძე ამოიცნო.