დამწვარი ცათამბჯენი - პოლიციაში დაკითხვების სერია მიმდინარეობს

19.12.22 15:55
დამწვარი ცათამბჯენი - პოლიციაში დაკითხვების სერია მიმდინარეობს

ბათუმის ცენტრში გაჩენილი ხანძარი - აჭარის პოლიციაში გამოკითხვები დაიწყო. სამართალდამცველები კითხვებს ,,ვოქსის" მეპატრონესა და მოიჯარეს უსვამენ.

შსს-ს სურს დაადგინოს, რა გახდა ბათუმში ცათამბრჯენზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი და ვისი ბრალეულობა იკვეთება.

ცათამბჯენზე არსებული რესტორნის მფლობელები და მოჯარადეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ. 

 რესტორნის მფლობელები აცხადებენ, რომ ხანძარი მოხდა მოჯარადეების ბრალეულობით, რომლებიც იქ რემონტს აწარმოებდნენ.

ამზადებდნენ საჭმელს და ცეცხლი გაჩნდა, რომელიც გამწოვში გადავიდა - ამბობს რესტორნის მფლობელი.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ რესტორნის მოიჯარადე რუსეთის მოქალაქეები, რომელთა თქმით, შენობაში პრობლემატური იყო ელექტრო გაყვანილობა, ამის გამო იქ რემონტის წარმოება შეუძლებელი გახლდათ. ხოლო კითხვაზე, რას აკეთებდნენ ხანძრის გაჩენის დროს შენობაში მოიჯარადეები, ისინი ამბობენ,  რომ ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. 

ჯერ-ჯერობით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. არ ვარ სპეციალისტი. ელექტროგაყვანილობის პრობლემა იყო. გამოძიება ყველაფერს იტყვის. არანაირი სამშენებლო სამუშაო იქ არ მიმდინარეობდა - აცხადებს რესტორნის მოიჯარადე. 

არქიტექტორები და შესაბამისი სპეციალისტები უსაფრთხოების ზომებისდარღვევაზე საუბრობენ. 

ბათუმში ცათამბრჯენის ბოლო სართულზე ცეცხლი გუშინ ღამეს გაჩნდა.