პოლიცია ამ დრომდე არ ამბობს, დააკავა თუ არა გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დაკავებულია თუ არა გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ბათუმში სამართალდამცველები "ალტ ინფოს" ოფისს იცავენ.
ოპოზიცია კი ანტიკორუფციული მოძრაობის ოფისშია შეკრებილი და კონსულტაციებს მართავს.
ცნობილია, რომ კაცი, რომელიც ოპოზიციის ლიდერს თავს დაესხა, პრორუსული ორგანიზაციის ოფისიდან გამოვიდა.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ფიზიკურად ანგარიშსწორების დაკვეთა ,,ქართული ოცნების" ოფისიდან გაიცა.