მეიჯარეების დაუდევრობა, თუ დაზიანებული ელექტროობა - რატომ დაიწვა ბათუმში "ვოქსის" შენობა

19.12.22 19:21
მეიჯარეების დაუდევრობა, თუ დაზიანებული ელექტროობა - რატომ დაიწვა ბათუმში "ვოქსის" შენობა

ბათუმში ვოქსის შენობის ბოლო სართული მთლიანად განადგურებულია. ვინ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, ამ კითხვაზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს.

ირკვევა, რომ ცნობილი რესტორანი იჯარით რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ აღებული. ერთი ვერსიით, ღამე იქ საკვებს ამზადებედნენ, გამწოვი გაფუჭდა, რამაც ჯერ დაკვამლიანება, შემდეგ კი ხანძარი გამოიწვია, თუმცა  თავად მეიჯარეები ყველაფერს ელექტროგაყვანილობას აბრალებენ. 

 22-ე სართულზე გაჩენილმა ნაძარმა კი კიდევ უფრო დიდი პრობლემა გააშიშვლა. როგორც აღმოჩნდა, ბათუმში არ არსებობს ტექნიკა, რომლითაც მაღალ სართულებზე ხანძართან ბრძოლა იქნება შესაძლებელი.  

ყველაზე გრძელი კიბე, რაც მაშველებს გააჩნიათ, მხოლოდ 14 სართულს წვდება. ბათუმში კი დღესდღეობით არაერთი შენობაა, რომელიც 20 სართულს აჭარბებს.

უფრო ვრცლად, რა მოდა ბათუმში, ნახეთ რეპორტაჟში.