სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - გაუშვებენ თუ არა ციხეში ყალბი ჩვენების საფუძველზე დაპატიმრებულ ახალგაზრდას

19.12.22 20:30
სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - გაუშვებენ თუ არა ციხეში ყალბი ჩვენების საფუძველზე დაპატიმრებულ ახალგაზრდას

გაუშვებენ თუ არა 17 წლის მოზარდს ციხეში? ვარკეთილში მომხდარი სკოლის მოსწავლის მკვლელობის მცდელობის საქმის განხილვა დასრულებულია.

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოზარდი, რომელსაც არც დანაშაულის იარაღი ეკუთვნოდა და არც სხვა მტკიცებულება არსებობს მის წინააღმდეგ, მოსამართლის ვერდიქტს ელოდება. 
ბრალდებულმა ახალგაზრდამ ციხეში 5 თვე უკვე გაატარა. ის სასამართლომ  ცოტა ხნის წინა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, რადგან   გაირკვა, რომ ჩვენებები, რომლებიც მოზარდის წინააღმდეგ საქმეში იდო, სკოლის მოსწავლეებმა გამოძიებას  პოლიციელების ზეწოლისა და იძულების შედეგად მისცეს.  

 მოსამართლის  ვერდიქტი 5 იანვარს გახდება ცნობილი.

უფრო ვრცლად კი იხილეთ გიორგი ხუხიას სიუჟეტი.