,,საიას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს - არასამთავრობო ორგანიზაციას 2 წლით ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს

20.12.22 11:42
,,საიას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს -  არასამთავრობო ორგანიზაციას 2 წლით ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს

,,საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. "საიას " ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს.

კარგად მესმის პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ორგანიზაციის წინაშე, რომლის თავმჯდომარეც გავხდი და შევეცდები, ყველა რესურსი გამოვიყენო იმისთვის, რათა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ვიყოთ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვისი უფლებებიც ირღვევა - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. 

მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ნიკა სიმონიშვილი გავლენიან ორგანიზაციას ორი წლის განმავლობაში ხელმძვანელობდა და ადვოკატირებას არაერთ გახმაურებულ საქმეს უწევდა.