"მოტორისტია მამაჩემი, არაფერი აქვთ სახლში, რა უნდა იპოვონ" - ფონიჭალის სპეცოპერაციის ახალი დეტალები

20.12.22 11:10
"მოტორისტია მამაჩემი, არაფერი აქვთ სახლში, რა უნდა იპოვონ" - ფონიჭალის სპეცოპერაციის ახალი დეტალები

სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - აღმაშენებლის ქუჩაში სახლის ჩხრეკა და 2 ადამიანის დაკავება მიმდინარეობს.

საუბარია მამა-შვილზე, რომელთაც "პირველების" ინფორმაციით, ნარკოტიკების სავარაუდო რეალიზებას ედავებიან. 

მამაკაცის შვილი, რომელსაც პოლიცია სახლში არ უშვებს და ქუჩიდან აკვირდება სპეცოპერაციის მიმდინარეობას, ამბობს, რომ მამამისი ხელოსანია და მას არანაირი კავშირი არ აქვს ნარკოტიკებთან.

ეგეთ საქმეში მამაჩემის ხელი არ ურევია, მატორისტია მამაჩემი. არაფერი აქვთ სახლში რა უნდა იპოვონ.

ანალოგიურს ამბობენ მეზობლებიც და საუბრობენ, რომ კაცი პატიოსნად მუშაობდა სახელოსნოში.

ამოიღეს თუ არა ნარკოტიკული საშულებები, ჯერჯერობით უცნობია.

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია მეორე მისამართზეც მიმდინარეობს.

 

ნარკორეალიზატორების დასაკავებლად სპეცოპრაცია ჩატარდა საქართვლოს რეგიოებშიც. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ათამდე ნარკოდილერი.