გაუნათლებელი და ავანტიურისტი ადამიანის დაწერილია - ხაჭაპურიძე პენიტენციურის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, რომელიც პენიტენციურიმა სამსახურმა ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ, წასალა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ტყუილს უწოდებს.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილისთვის არანაირის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია და ეს სიცრუეა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ განცხადება გაუნათლებელი და ავანტიურისტი ადამიანის დაწერილია.
პენიტენციურის არანაირი ექსპერტიზა და შემოწმება არ ჩაუტარებია სააკაშვილის მიმართ, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ამ სამსახურს რა უნდა საერთოდ? ეს სამსახური, მე ვფიქრობ, საერთოდ უნდა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს და როგორც ცალკე იყოს სამინისტრო უნდა გაკეთდეს, რომ იქნებ თავის ფუნქციების აღსრულება დაიწყოს. ეგ არის ვიღაც გაუნათლებელი ადამიანის დაწერილი და რა ვუპასუხო ამას? ვიღაც გაუნათლებელი, ავანტიურისტის დაწერილი რაღაც განცხადება, სისულელე... სრულყოფილი კვლევა არ არის ჩატარებული და რატომ ვეძებთ კატას იმ ოთახში, სადაც არ არის. მარტივი პრინციპია, არსებეობს ტოქსიკოლოგიური დასკვნა, შეისწავლონდა გაეცნონ. მე ერთი კითხვას მაქვს, წეღან დავსვი განცხადებაშ, რატომ არ იცნობს „ვივა-მედი“ დღემდე „ვივა-მედი“ იმ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სასამართლოს მეშვეობით გადმოეცა პენიტენციურ სამსახურს. ვთხოვ მათ, ნუ დაძაბავან სპეციალურად სიტუაციას, - თქვა ხაჭაპურიძემ.
პარალეურად, იუსტიციის მინისტრის მოსამართლის განჩინებისს აღრულებას აგვიანებს. პენიტენციურ სამსახურს ვიდეოკადრები ადვოკატებისთვის ამ დრომდე არ გადაუცია.