პოლიციის უფროსი 2 საათის განმავლობაში მცემდა, სისხლი მარწყევინეს - ნიკა ოსაძე

20.12.22 12:00
პოლიციის უფროსი 2 საათის განმავლობაში მცემდა, სისხლი მარწყევინეს - ნიკა ოსაძე

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელები  ისევ თანადებობაზე რჩებიან - ქარელში 19 წლის ნიკა ოსაძის ცემის ფაქტზე არც ერთ საგამოძიებო უწყებას რეგირება არ მოუხდენია.

ახლგაზრდა მამაკაცი ძალადობაში ქარელის პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს. ნიკა ოსაძის  მტკიცებით, პოლიციამ ის ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავა, შემდეგ  კი სასტიკად გაუსწორდა.

დაზარალებული  ირწმუნება, რომ გომელაურის უწყების თანამშომლებმა მისთვის  იარაღისა და ხელყუმბარის ჩადებაც სცადეს. ნაცემი მამაკაცის ოჯახი  ძალადობის ორგანიზატორად აგარის პოლიციის უფროსს, სოსო გელაშვილს, ასახელებს.

თურმანიძე გიორგიმ და სოსო გელაშვილმა, პოლიციის უფროსმა მცემეს. 2 საათი მირტყამდნენ, ბოლოს დაიძახეს, ყველაფერი შესრულებულია და წაიყვანეთო. მერე ბოლოს გაჩერდნენ. სისხლები მარწყევინეს - ამბობს ნიკა ოსაძე.