ძმებო, ჩემთან მოდით, ძიუდოუისტი ვარ - მეუფე გრიგოლი ამბოხებულებს ბრძოლას წესების გარეშე სთავაზობს

29.04.21 15:53
ძმებო, ჩემთან მოდით, ძიუდოუისტი ვარ - მეუფე გრიგოლი ამბოხებულებს ბრძოლას წესების გარეშე სთავაზობს

ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი "ტვ პირველთან" აფასებს. მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ამბოხებული სასულიერო პირები შოუს დგამენ. 

ეს ადამიანები ასეთები არიან - ვიღაცას უცხო ქვეყნის აგენტს დაარქმევენ, ვიღაცას უზნეოს, აფერისტს ეძახიან. მიდი და იმართლე თავი. მე ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ ჩხუბი გინდათ მოდით ჩემთან. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი, გინდა ძიუდო, გინდა სამბო, გინდა წესების გარეშე, კამერების წინ კი არა, ვაჟკაცურად მოდით, მაგრამ მათ სერიალები უნდათ, ყურებადობა უნდათ"- ამბობს სასულიერო პირი.  

წალკის მიტროპოლიტი ამბობს იმასაც, რომ ამბოხებულ სასულიერო პირებს დამამშვიდებლები, აბი გლუკოზა სჭირდებათ. 

 

მსგავსი სიახლეები