საქართველომ ექვის მილიონის პიროტექნიკა იყიდა - რომელი ქვეყნის პროდუქცია შემოდის საახალწლოდ

20.12.22 12:05
საქართველომ ექვის მილიონის პიროტექნიკა იყიდა - რომელი ქვეყნის პროდუქცია შემოდის საახალწლოდ

საქართველოში საახალხწლოდ პიროტექნიკის იმპორტი 4,2-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 5,816 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,370 მლნ აშშ დოლარის. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც წელს პიროტექნიკა ყველაზე დიდი რაოდენობით შევიძინეთ.

ბულგარეთი - 2,256 მლნ აშშ დოლარი
ჩინეთი - 1,841 მლნ აშშ დოლარი
მონტენეგრო - 1,174 მლნ აშშ დოლარი
პოლონეთი - 520.9 ათასი აშშ დოლარი
გერმანია - 16.5 ათასი აშშ დოლარი