მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, რაოდენობა გაიზრდება - თეიმურაზ კუპატაძე

20.12.22 12:17
მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, რაოდენობა გაიზრდება - თეიმურაზ კუპატაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული. 

მისი თქმით, დაკავებულების რაოდენობა დღის განმავლობაში გაიზრდება.

„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიქზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.