თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ნაცემია ოპერატორი

20.12.22 12:57
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ნაცემია ოპერატორი

თავდასხმა "ტვ პირველის " გადამღებ ჯგუფზე. ფონიჭალაში, ნარკორელიზტორების დაკავების სპეცოპერაციის გაშუქებისას "პირველების " გადამღებ  ჯგუფს ფიზიკურად ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრები  გაუსწორდნენ.

ნაცემია ,,ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია.

აგრესიულ ჯგუფს ჰქონდა ტელევიზიის ტექნიკის დაზიანების მცდელობაც. ადგილზე ახლა პოლიცია მუშაობს.

საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმე მოკვლევისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ნარკოდილერების დასაკავებლად დილიდან ფონიჭალაში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი აიყვანეს.