სპეცოპერაციების სერია ქვეყანაში - სპეცრაზმი მობილიზებულია რუსთავშიც
სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - ამ წუთებში სპეცდანიშნულების რაზმი და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, არიან მობილიზებული. ინფორმაციას „ინფო-რუსთავი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებულია 1 მამაკაცი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია თბილისში, ქუთაისსა და გორშიც ჩატარდა.