ორ დღიანი დუმილის შემდეგ პოლიციის მხრიდან 19 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
2 დღიანი დუმილის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 19 წლსი ნიკა ოსაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაწყებული. ძალადობაში ბრალდბულ პოლიციელებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ქარელში მცხოვრები 19 წლის ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ის პოლიციის უფროსმა ის სცემა და ცეცხლსასროლი იარაღის ჩადებით ემუქრებოდა. ნიკა ოსაძე ამ დროისთვის გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს.
საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სავარაუდოდ იმ პოლიციის განყოფილებაშიც, სადაც რამდენმე საათის განმვლობაში დაკავებულს სამართალდამცველები პოლიციის უფროსის თვალწინ აწამებდნენ.