აიღო კვერცხი და კირთაძეს მიალეწა სახეში - "კონსერვატიული პარტიის" წევრი თავდამსხმელის ვინაობას არ ამბობს

20.12.22 13:34
აიღო კვერცხი და კირთაძეს მიალეწა სახეში - "კონსერვატიული პარტიის" წევრი თავდამსხმელის ვინაობას არ ამბობს

საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში გამოკითხვაზე დაიბარა „კონსერვატიული პარტიის“ წევრები.

მათ ზუსტად იციან, ვინ არის ის მოძალადე წევრი, რომელიც გიორგი კირთაძეს თავს დაესხა, თუმცა მედიას&ან მის გვარს არ ასაჯაროებენ.

"ვერავის გვარს ვერ გეტყვით და არ გეტყვით. თქვენ პროვოკატორები ხართ. ჩვენმა თანამოაზრემ დაინახა, რომ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ჩვენ ოფისს, აიღო ელემენტარულად კვერცხი, შოვნას რა უნდა, ვერ იშოვიდა თუ რა და მიალეწა სახეში, როგორც იმსახურებდა ნებისმიერი ქართველისგან”, - ამბობს რადიკალების წევრი