პოლიციის მიერ ნაცემი 19 წლის ახალგაზრდა გორში ექსერტიზაზე გადაიყვანეს
ქარელში, ნიკა ოსაძის საცხოვრებელი უკვე დატოვეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა. სავარაუდოდ პოლიციის ძალადობის მსხვერპლი, ნიკა ოსაძე, გორში, ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
19 წლის ახალგაზრდა აცხადებს, რომ შემთხვევა ბარბარობის დღესასწაულზე მოხდა და პოლიცილეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ნიკა ოსაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი განყოფილებაში მასზე 2 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდნენ, რაშიც ჩართული იყო აგარის პოლიცისი უფროსი, სოსო გელაშვილი.
ექსპერტიზაზე უნდა გადავიღო ის ყველაფერი დაზიანება, რაც მაქვს. უნდა დადგინდეს, როგორ გამლახეს. ის დოკუმენტები, რომ მე ნაცემი ვარ, უნდა შეივსოს და ეს პოლიციელები უნდა მოშორდეს, უნდა დაისაჯონ პოლიციელები, სოსო გელაშვილი და გიორგი თურმანიძე - განაცხადა ოსაძემ ექსპერტიზაზე გადაყვანამდე.
ნიაკა ოსაძეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავე პოლიციელებს 4 წლიანი სასჯელი ემუქრებათ.