"მოწყალების გაღება ადამიანს ღირსებას ჰმატებს" - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილის გათავისუფლებაზე
კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მიანიშნებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ მოწყალების გაღება ადამიანს მხოლოდ ღირსებას ჰმატებს. მისი თქმით, სამართლიანი ქმედების შემთხვევაში, ღმერთიც სენს მიმართ სამართლიანი იქნება.
ღმერთს ვთხოვ, რომ გაათავისუფლოს. მოწყალების გაღება ადამიანს ღირსებას ჰმატებს და არ აკლებს ამ ღირსებას. ამ შემთხვევაში ვის ხელშიც არის ეს გადაწყვეტილება, ისეთი ვითარება შეიქმნა, ეს არის, პრინციპიში, რომ მოწყალება უნდა გაიღოს ადამიანმა. იონაე ოქროპირი ამბობს ასეთ რამეს: თუ შენ სამართლიანი ხარ სხვა ადამიანის მიმართ, გაქვს ამის უფლება, მაგრამ გახსოვდეს, რომ ღმერთიც სამართლიანი იქნება შენს მიმართ, - თქვა სასულიერო პირმა.