"ავერსის" ახალი ფილიალი გაიხსნა
"ავერსმა" კიდევ ერთი ფილიალი გახსნა - ახალი აფთიაქი თბილისში, მირიან მეფის 11 ნომერში მდებარეობს. მომხმარებლებს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტთან ერთად დეკორატიული კოსმეტიკაც დახვდებათ.
კომპანია "ავერსი" საქართველოს მასშტაბით 325 აფთიაქს აერთიანებს.
ახალი ფილიალის გახსნის დღეს, მირიან მეფის ქუჩაზე მისული ყველა კლიენტი დასაჩუქრდება.
გეგმაში გვაქვს კიდევ ახალი აფთიაქების გახსნა. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს რაც შეიძლება დაბალ ფასში შევთავაზოთ მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებები.
ამავე დროს ჩვენი მიზანია, აფთიაქის მომსახურება და დიზაინი რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს. ვინაიდან, ბიზნესი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ფიქრობ და ზრუნავ მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს"- აცხადებს "ავერსის" გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძე.