ხანძარი ბათუმში - დამწვარია “ლიბერთი ბანკის” ფილიალი

21.12.22 10:16
ხანძარი ბათუმში - დამწვარია “ლიბერთი ბანკის” ფილიალი

მორიგო ხანძარი ბათუმში - ცეცხლი “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ ფილიალს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, შენობის პირველ სართულზე განთავსებული ფილიალი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

ბანკის მენეჯერის ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროკაბელებმა გამოიწვია. ამ დრომდე უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიადგა ბანკს.