დამწვარი ბანკი ბათუმში - "ლიბერთის" ოფიციალური გაცხადება

21.12.22 10:56
დამწვარი ბანკი ბათუმში - "ლიბერთის" ოფიციალური გაცხადება

 "ლიბერთი ბანკი" ბათუმში ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

როგორც "ლიბერთიში" ამბობენ, დაზარალებულები არ არიან, ინცონდენტი კი არასამუშაო დროს მოხდა: 

დღეს დილით, ბათუმში, ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარე  ლიბერთი ბანკის ფილიალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, ბანკი აცხადებს, რომ ინციდენტი მოხდა არასამუშაო დროს, გამთენიისას, შესაბამისად არ არიან დაზარალებულები. წინასწარი მონაცემებით დაზიანებულია მხოლოდ ინვენტარი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება"- წერია განცხადებაში.