შვილმა მამა სასტიკად სცემა - მოხუცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

21.12.22 12:05
შვილმა მამა სასტიკად სცემა - მოხუცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

უმძიმესი ფაქტი სამეგრელოში - შვილმა ხანდაზმული მამა სასტიკად სცემა და სიკვდილამდე მიიყვანა. შემთხვევა წალენჯიხის ერთ-ერთი სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

პოლიციამ ბრალდებული იმავეს დღეს დააკავა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.