ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება - თბილისის მერია ,,ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიას კომპენსაციას გადაუხდის

21.12.22 13:02
ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება - თბილისის მერია ,,ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიას კომპენსაციას გადაუხდის

ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიას ადგილმონაცვლეობის პრინციპით 2,8 მლნ დოლარი გადაეცემა - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხდა. კახა კალაძის ინფორმაციით, ეს დაახლოებით სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.

კალაძე ამბობს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების პროექტი გიგი უგულავას მერობის დროს შემუშავდა.

ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდით", - განაცხადა კალაძემ.

ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შეჩერების წინააღმდეგი ,,ბუდაპეშტის" მშენებელი კომპანია არ იყო.