"ოცნებას" ავიწყდება, რომ სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკარგება - სამნიძე
პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტი შეკითხვა იარსებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მით მეტი განცხადებები გაკეთდება მაღალი დონის პოლიტიკოსებისგან.
ოპოზიციის წევრის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკარგება.
როგორც ვთქვი, ავიწყდება „ქართულ ოცნებას“, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა არ იკარგება მის ფიზიკურ წონასთან ერთად. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტი შეკითხვაა მის ჯანმრთელობაზე, მისი სიცოცხლის უფლებაზე, უფრო მეტი განცხადებები გაკეთდება მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურებისგან.
ზელენსკის განცხადება არის ამის დასტური და უკვე გამოხმაურებები და პასუხები, რეაქციები, იქნება კიდევ უფრო მკაცრი და „ქართული ოცნება“ კი კიდევ უფრო გადაიზრდება ბოდვებში, - თქვა სამნიძემ.