ომბუდსმენის შერჩევის პროცესი - ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ოცნება" ცალკეული დეპუტატების გადაბირებას შეეცდება
გაიყვანს თუ არა "ოცნება" ომბუდსმენის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მათი რიგებიდან ცალკეული დეპუტატების გადაბირება სცადოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრაქციები თავისუფალ კენჭისყრას დაუშვებენ.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნებას" დეპუტატების გადაბირება გაუჭირდება. ოპოზიციურ პარტიებში უფრო მეტად პროცესის ჩავარდნას ელოდებიან.
მოსალოდნელი იყო, რომ კულურუაული საუბრები დაიწყებოდა. როდესაც შეთანხმება ვერ დგება, მერე ხელისუფლება გადადის უკვე სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე. ამ ეტაპზე მე მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ შეძლებს კონკრეტული ინდივიდუალური ხმების მოგროვებას კონკრეტული კანდიდატისთვის. „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოკვეთილი კანდიდატი არ დასახელებულა, იმიტომ, რომ მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. მათი მხრიდან 5 კანდიდატის დასახელება, ყველა რაუნდზე ერთიდაიგივეს საუბარი ემ მაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ თამაშობს, რომ საბოლოო ჯამში როგორმე ბრალეულობა წარუდგინოს ოპოზიციას, - ამბობს „რეფორმების“ ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.