შვილი მამაზე სისტემატიურად ძალადობდა, პოლიციაც ინფორმირებული იყო - ახალი დეტალები სამეგრელში მომხდარ მკვლელობაზე
სასტიკი მკვლელობა სამეგრელოში - "ტვ პირველმა" წალენჯიხაში მომხდარი საზარელი ამბის ახალი დეტალები გაარკვია.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი ხანშიშესულ მამას ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა.
მორიგი ძალადობის ფაქტი გუშინ მოხდა, როდესაც შვილმა მამას სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
ირკვევა, რომ ხანდაზმულ კაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
სიკვდილამდე მიყვანილი კაცი მეზობლემა ნახეს დასასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
ადგილობრივების თქმით, სისტემატური ძალადობის შესახებ პოლიცია ინფორმირებული იყო და მათ სახლში სამართალდამცველები არაერთხელ მისულან.
„ცუდი ამბავი მოხდა, იქ რა მოხდა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. პოლიცია ხშირად იყო მათ სახლში. საავადმყოფოში გარდაიცვალა საწყალი. იმ დღესვე დააკავეს შვილიო, ასე თქვეს“, - ამბობს ადგილობრივი.
შვილმა ხანდაზმული მამა სასტიკად სცემა და სიკვდილამდე მიიყვანა. შემთხვევა წალენჯიხის ერთ-ერთი სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
პოლიციამ ბრალდებული იმავეს დღეს დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.