35 წლის კაცი მამის მკვლელობას აღიარებს - ოჯახი ამტკიცებს, რომ მოხუცი ინსულტით გარდაიცვალა

21.12.22 15:37
35 წლის კაცი მამის მკვლელობას აღიარებს - ოჯახი ამტკიცებს, რომ  მოხუცი ინსულტით გარდაიცვალა

35 წლის კაცი მამის მკვლელობას აღიარებს. ოჯახი კი ამტკიცებს, რომ  მოხუცი ინსულტით გარდაიცვალა 

ინსულტი იყო კაცო, ახლა არაფერს არ ვფიქრობ, მამაჩემი მკვდარია, რას უნდა ვფიქრობდე. ძმა უკვე დაკავებულია.

მამის მკველობაში ბრალდებული სასამართლომ ციხეში გაუშვა.

ედიშერ ქარჩავა თავდაპირველად დანაშაულის დამალვას შეეცადა და ამბობდა, რომ მამამ გულის შეტევა მიიღო და კიბეებზე თავად დაგორდა.

თუმცა მოგვიანებით, მან გამომძებლებს დეტალურად უამბო დანაშაულის ჩადენის შესახებ და თქვა, რომ მამასთან სიმთვრალის გამო სულ ჰქონდა კონფლიქტი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებული მამას ფიზიკურად სისტემატიურად უსწორდებოდა და ამ დანაშაულისთვის მან სასჯელიც მოიხადა.

ყველა ამბობს, რომ კონფლიქტი ხშირად იყო მათ შორისო. ოჯახში 3 იყვნენ. 
ადრე უჩივლა მამამ შვილს მცემდაო და ერთი წელი იჯდა მგონი. 

 

შვილმა ხანდაზმული მამა სასტიკად სცემა და სიკვდილამდე მიიყვანა. შემთხვევა წალენჯიხის ერთ-ერთი სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

პოლიციამ ბრალდებული იმავეს დღეს დააკავა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.