მუნიციპალური ავტობუსი პენსიონერს დაეჯახა - მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო

21.12.22 17:00
მუნიციპალური ავტობუსი პენსიონერს დაეჯახა - მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო

70 წლის პენსიონერი, რომლსაც მუნიციპალური  ავტობუსი დაეჯახა  გარდაიცვალა. მხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ერთ -ერთ  ვერსიით, გადაჭარბებული სიჩქარე და მძღოლის ალკოჰოლური თრობა გახდა.

გავრცელებული ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს ალკოჰოლური თრობა საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული ტესტით დაუდასტურდა.

ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ნასვამ მდგომარეობაში მძღოლი, ამას სულ მალე ექსპერტიზა დაადგენს. მამაკაცი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მერიის კუთვნილი ავტობუსი მოქალაქეს მოსკოვის გამზირზე იმ დროს დაეჯახა, როდესაც ხანდაზმული კაცი მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდიოდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

ფაქტს ადასტურებენ მერიაში, თუმცა ვერ ამბობენ, თუ რატომ არ დაადეს ხელბორკილები ავტობუსის მძღოლს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.