ქარტიამ მარიკა ბაკურაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევა დაადგინა

21.12.22 18:43
ქარტიამ მარიკა ბაკურაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევა დაადგინა

ჟურნალისტმა დაარღვია მე-4 და მე-10 პრინციპები. ქარტიამ მარიკა ბაკურაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის 2 პრინციპის დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, სიუჟეტში არ ჩანდა და არც შეპასუხებაში იყო არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა რესპონდენტების ინფორმირება ჩაწერასთან დაკავშირებით. მათი თქმით, შეპასუხებაში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტმა იცოდა - არც ერთი რესპონდენტის იდენტიფიცირება არ მოხდებოდა გადაცემაში, თუმცა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო.

მე-4 პრინციპის თანახმად, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს, ხოლო მე-10 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

28 ნოემბერს გადაცემა იმედის დღის წამყვანმა, მარიკა ბაკურაძემ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს პირად მობილურებზე დაურეკა და პასუხი მოსთხოვა.