მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოხვდა კაკულიების ხელში ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი - პროკურორი

21.12.22 18:59
მიმდინარეობს გამოძიება,  როგორ მოხვდა კაკულიების ხელში ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი - პროკურორი

ძმები კაკლულიების საქმის პროკურორის, თამარ ყულჯანიშვილის თქმით, მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება, მოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი ბრალდებულების ხელში.

პროკურორის თქმით, თავად ბრალდებული ძმები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, მათ შორის აღნიშნულ იარაღზეც, ამიტომ, შსს-ში ამ კუთხით გამოძიება გრძელდება.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ ჟვანიას, პროკურორის განმარტებით, ის გამოკითხული არ არის, რადგანაც როდესაც მისი გამოკითხვა გახდა საჭირო ამ დროს ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფებოდა, “თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართულია მისი გამოკითხვის შესახებ”.

ცნობისთვის, ყოფილი პრემირი მინიტრის წლების წინ დაკარგული "ზიგზაუერისა" და  "მაკაროვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები ძმებ კაკულიების სახლშია  აღმოჩენილი.

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.