რაზე ალაპარაკდა სააკაშვილის ამერიკელი ფსიქიატრი ისტორიული პროცესის წინა დღეს - სპეციალურ განცხადება

21.12.22 19:18
რაზე ალაპარაკდა სააკაშვილის ამერიკელი ფსიქიატრი ისტორიული პროცესის წინა დღეს - სპეციალურ განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ფსიქიატრმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ შესწავლილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ მესამე პრეზიდენტი არის მძიმე მეტალებით მოწამლული.

დევიდ გოლდსმიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

მე ვიცი, რომ დოკუმენტებით, რომელიც განვიხილეთ, საქმე გვაქვს მძიმე მეტალებით მოწამვლასთან. პირველ რიგში, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გადაყვანა იმგვარ დაწესებულებაში, სადაც აქვთ ამ განხრით მკურნალობის გამოცდილება.შემდეგ უნდა ჩატარდეს ყველა დამატებითი ტესტირება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა დაიწყოს. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა მოხდეს საზღვარგარეთ. - განაცხადა სმიტმა.

ამერიკელი ფსიქიატრი ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემს. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.